Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტები რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სასახლის არქეოლოგიურ შესწავლაში ჩაერთვებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი შუა საუკუნეების სასახლის არქეოლოგიურ შესწავლაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიციის პროექტის წარდგენის ღონისძიებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიიღო მონაწილეობა. მან რუსთავის ციხესიმაგრეზე, როგორც ისტორიული მნიშვნელობის ძეგლზე და ექსპედიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„ეს პროექტი არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი არქეოლოგებისთვის, მეცნიერებისთვის და სტუდენტებისთვის შეისწავლონ შუა საუკუნეების ძეგლი, სადაც შესაძლოა აღმოჩნდეს უამრავი ფენა“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რუსთავის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც მიზნად ისახავს რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის საველე არქეოლოგიურ საკვლევ-საძიებო სამუშაოებში თსუ-ის არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობას და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

 

ექსპედიცია, რუსთავის მერიის და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

თარიღი: 19/07/2025